“რუსეთი უკრაინაში კიდევ 60 ათასამდე ადამიანის გაგზავნას გეგმავს, მიმდინარეობს ფარული მობილიზაცია” – უკრაინის გენშტაბი

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში დამატებით 60 ათასამდე ადამიანის გაგზავნას გეგმავს, დაწყებულია ფარული მობილიზაცია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რეზერვისტების ფარული მობილიზება დაიწყო.

უპირატესობა საბრძოლო გამოცდილების მქონე პირებს ენიჭება.

გარდა ამისა, რუსეთი ფარულად ახორციელებს გარკვეული რეგიონების მცხოვრებლების მობილიზებას: კრასნოდარის მხარეში, პერმის მხარეში, დაღესტნის, ინგუშეთის, ყალმუხის რესპუბლიკებში.

გენშტაბის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ რეზერვისტებს მოძველებულ იარაღს და ტექნიკას დაურიგებენ, რომელიც სამხედრო ბაზებზე და საწყობებში უკვე 30 წელია, ინახება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები