Bild: გერმანიიდან შესაძლოა, 100-მდე რუსი დიპლომატი გააძევონ
გერმანიიდან შესაძლოა, 100-მდე რუსი დიპლომატი გააძევონ, შესაბამისი გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას იქნება მიღებული.
ამის შესახებ გაზეთი Bild-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, საკითხზე მუშაობის ბრძანება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გასცა.
მანამდე, გერმანული გამოცემები წერდნენ, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის დიპლომატიური კორპუსის 20-მდე თანამშრომელს უკანონო სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულია, რომ გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება შოლცის ოფისმა უნდა მიიღოს, ასევე, ის უნდა იყოს კოორდინებული ქვეყნის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge