ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობა ზუსტად და სწორად აფასებს იმ პოლიტიკასა და იმ საქმეს, რომელსაც დღეს ხელისუფლება და მთავრობა ატარებს საქართველოში
„ქართულმა ოცნებამ“ როგორც ბათუმში, ისე რუსთავში, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსთავსა და ბათუმში ჩატარებული შუალედური არჩევნების შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობამ “ქართული ოცნების” პოზიცია და ღირსეული კანდიდატები შესაბამისად შეაფასა.
“რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოსახლეობა ზუსტად და სწორად აფასებს იმ პოლიტიკასა და იმ საქმეს, რომელსაც დღეს ხელისუფლება და მთავრობა ატარებს საქართველოში. რა თქმა უნდა, ორივე ოლქში ჩვენი კანდიდატები იყვნენ ღირსეული კანდიდატები და მოსახლეობამ პოლიტიკური გუნდის პოზიცია და ღირსეული კანდიდატები შესაბამისად შეაფასა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმშიც და რუსთავშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge