გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო, უახლოეს დღეებში დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას დათანხმდება.
ამის შესახებ DW წერს.
გერმანიის კანცლერმა პირობა დადო, რომ “პუტინი და მისი მხარდამჭერები თავიანთი ქმედებების შედეგებს იგრძნობენ”.
მისი თქმით, გერმანია „გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რომ ქვეყანამ რუსეთის შეჭრისგან თავის დაცვა შეძლოს”.
ამავდროულად, Times-ს მაღალჩინოსანმა წყარომ განუცხადა, რომ 8 აპრილს შოლცის ლონდონში ვიზიტის დროს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გერმანიის კანცლერს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge