რომის პაპი უკრაინაში ჩასვლის სურვილს ადასტურებს

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა, თქვა, რომ მისთვის უცნობია, არის თუ არა ეს შესაძლებელი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადრე შესაბამის კითხვას გულწრფელად უპასუხა.

“ვიღაცამ მკითხა, არაერთმა ადამიანმა და გულწრფელად ვთქვი, რომ მზადყოფნა ყოველთვის არის. ღია ვარ. მკითხეს, არის თუ არა გეგმაში უკრაინაში ჩასვლა, მე თქვი, რომ ის მაგიდაზეა. მაგრამ არ ვიცი, მოხერხდება თუ არა ეს, არის თუ არა მოსახერხებელი, მოიტანს თუ არა ეს გაუმჯობესებას და უნდა გავაკეთო თუ არა”, – თქვა პონტიფიკოსმა, რომლის სიტყვებს გაზეთი Avvenire-ი ციტირებს.

მარტის შუა რიცხვებში რომის პაპმა კიევის მერისგან, ვიტალი კლიჩკოსგან უკრაინაში ჩასვლის მიწვევა მიიღო. წერილში კლიჩკო ასევე მოუწოდებდა პაპს, რომ თუ ასეთი ვიზიტი ვერ განხორციელდებოდა, პონტიფიკოსმა ვატიკანსა და კიევს შორის სპეციალურ ვიდეოკონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები