OHCHR: ომის დაწყებიდან უკრაინაში მინიმუმ 1 417 მშვიდობიანი დაიღუპა, 2 038 დაშავდა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 000-ზე მეტი დაშავდა.
უფრო ზუსტად, დაღუპულია 1 417 ადამიანი, მათ შორის 59 ბავშვია, 2 038 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის – 92 ბავშვი.
გაერო-ს თქმით, რეალური მაჩვენებლები, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge