რუსმა ოკუპანტებმა დილიდან მიკოლაევზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა დილიდან მიკოლაევი დაბომბეს.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

“მეგობრებო, დილიდან რუსეთის ჯარებმა ქალაქზე რამდენიმე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას ვაგროვებთ”, – დაწერა მან.

სენკევიჩმა ადგილობრივებს მოუწოდა, არ გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელებში ვიდეოები და ფოტოები, სანამ ამას ოფიციალური წყაროები არ გააკეთებენ.

ასევე, ოდესის ადმინისტრაციის სპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა დაწერა, რომ ოკუპანტებმა გვიან ღამით ოდესაში რამდენიმე ობიექტი დაბომბეს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები