უკრაინამ და რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში ტყვეები გაცვალეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტიმოშენკოს თქმით, გათავისუფლებულია 86 უკრაინელი სამხედრო, რომელთაგან 15 ქალია.
გათავისუფლებული სამხედროები უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.