დღეს ზურაბ ქაფიანიძე 85 წლის გახდებოდა

დღეს ცნობილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ზურაბ ქაფიანიძე 85 წლის გახდებოდა. კულტურის სამინისტრო ამ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
„ზურაბ ქაფიანიძე 1961-1964 წლებში გახლდათ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, ხოლო 1964 წლიდან – კინოსტუდია „ქართული ფილმის” მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მიხა („მიხა”, 1964), აპარეკა („ხევსურული ბალადა”, 1965), ჩოფე („ცისკრის ზარები”, 1967), ივანე („ივანე კოტორაშვილის ამბავი”, 1974), პაპაი („წიგნი ფიცისა”, 1983) და არაერთი სხვა. ასევე, მისი ავტორობით გამოცემულია წიგნები: „შუმერების ანბანი“ (1990 წელი); „კაცობრიობის პირველი ანბანი: ძველი აღმოსავლეთის სამყაროსეულ ცივილიზაციათა სათავე“ (1997 წელი); „ბიქილას საიდუმლო“ (2008 წელი); „ასეთი იყო ჩემი საქართველო“ (2011 წელი).
ზურაბ ქაფიანიძემ 1985 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიიღო. მას ასევე, მიღებული აქვს უკრაინის საპატიო მოქალაქის წოდებაც.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ზურაბ ქაფიანიძის ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის განვითარებაში“. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები