იაგო ხვიჩია: რუსეთს სიძლიერის გამოვლინება ბევრნაირად სჭირდება, სადაც სცადა, იქ არ გამოუვიდა

რუსეთს სიძლიერის გამოვლინება ბევრნაირად სჭირდება. სიძლიერის გამოვლინება სადაც სცადა, იქ არ გამოუვიდა, – ასე ეხმაურება “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ბიბილოვის ინიციატივას ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას.

ხვიჩიას თქმით, ამით საქართველოს ტერიტორიების ანექსია ხდება.

„შეიძლება, რუსებმა არ იჩქარონ და რეფერენდუმის შედეგები მაშინვე სისრულეში არ მოიყვანონ, მაგრამ ეს ნაბიჯი ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობის გაფუჭებას საქართველოს ხელისუფლებასთან, რამდენად ლოიალურნიც უნდა იყვნენ რუსების მიმართ. ამ შემთხვევაში, ხდება ქვეყნის ტერიტორიების ანექსია და მგონი, ნებისმიერ ხელისუფლებას გაუჭირდება, რუსები შეაქოს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისთვის. რუსეთს სიძლიერის გამოვლინება ბევრნაირად სჭირდება. სიძლიერის გამოვლინება სადაც სცადა, იქ არ გამოუვიდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები