რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს ნავთობის საცავი დაიწვა
რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, – წერს რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge