გიორგი ხელაშვილი: უკრაინის მხრიდან ელჩის გაწვევა არა მარტო გაუთვლელი და გაუგებარი, არამედ შეურაცხმყოფელი ნაბიჯია

“ვფიქრობ, რომ უკრაინის მხრიდან ელჩის გაწვევა არა მარტო გაუთვლელი და გაუგებარი, არამედ შეურაცხმყოფელი ნაბიჯია – საქართველომ იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე პატარა ქვეყანას შეუძლია”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯები მეგობრული ურთიერთობების ფარგლებს სცილდება.

„საქართველომ იმაზე მეტიც გააკეთა, როგორც პატარა ქვეყანას შეუძლია, რომელიც თვითონაც ოკუპაციის წინაშეა, რომელსაც არანაკლები უსაფრთხოების რისკები აქვს. ეს არის: პოლიტიკური მხარდაჭერა, საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც ჩემს კოლეგებთან ერთად პარლამენტში შევიტანე, დიპლომატიური მხარდაჭერა მთელს მსოფლიოში და ეს არის უანგარო ჰუმანიტარული დახმარება. ქართველი ხალხი საკუთარ უსაფრთხოებას მეორე ადგილზე აყენებს და წინა პლანზე აქვს უკრაინისადმი სოლიდარობა და ამ პირობებში სრულიად გაუგებარია ის დიპლომატიური ჟესტები, რასაც მიმართავს უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ. თუ უკრაინის ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული და ხალხი არაფერ შუაშია, ეს ასე არ არის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ უკრაინაში არის ომი და მთავრობა ბევრ რამეში არათანმიმდევრულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მსგავსი ნაბიჯები სცილდება მეგობრული ურთიერთობების ფარგლებს“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები