ლევან იოსელიანი: ბრიუსელში განწყობა ბევრად განსხვავებულია – საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა

ბრიუსელში განწყობა ბევრად განსხვავებულია – ყველა ხვდება, რომ გარემოება შეიცვალა და, უკრაინის ამბებიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომების გამოჩენაა საჭირო საქართველოს მიმართაც, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა და ბრიუსელში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარაა გახსნილი.

“საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული – ჩვენს ინსტიტუციურ რეფორმებზე, ჩვენი საშინაო დავალებების შესრულებასა და იმ მოთხოვნებზე, რომელთაც, ამ შემთხვევაში, ევროკავშირი გვიყენებს. ბრიუსელში განწყობა ბევრად განსხვავებულია – ყველა ხვდება, რომ გარემოება შეიცვალა და, უკრაინის ამბებიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომების გამოჩენაა საჭირო საქართველოს მიმართაც“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები