ბიბილოვმა “გაერთიანებული ოსეთისთვის” სახელწოდებაც შეარჩია
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში ორი ოსეთის გაერთიანების შემთხვევაში, მას, როგორც ერთ სუბიექტს შეიძლება, ეწოდოს ოსეთი-ალანია.
ამის შესახებ მან Solovyov Live-ის ეთერში თქვა.
ბიბილოვის თქმით, უბრალოდ, „ოსეთი” -სგან განსხვავებით, ასეთი სახელწოდება ხაზს გაუსვამს წინაპრებთან კავშირის შენარჩუნების აუცილებლობას.
„როსია 24“-ის ეთერში მან თქვა, რომ „ოსეთის გაერთიანება აუცილებელია“, რუსეთში კი სუბიექტების შერწყმის შიდა პროცედურები არსებობს.