არჩილ თალაკვაძე: მაშინ, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივამ ახალი იმპულსი შეიძინა, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანია
„მაშინ, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივამ ახალი იმპულსი შეიძინა, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპულ კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მან მთავარ ამოცანად დაასახელა, როდესაც სპიკერის პოზიციაზე ავირჩიეთ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტს.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციას დატვირთული დღის წესრიგი და ბევრი შეხვედრა აქვს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩვენი პოლიტიკური ნება ევროპული ინტეგრაციის მიმართ და საქართველოსადმი მხარდაჭერის გზავნილები მიიღო”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge