რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი ლისიჩანსკი დაბომბეს. რუსების მიერ ნასროლი ჭურვი ერთ-ერთ სახლს დაეცა, რამაც ერთი წლის და 7 თვის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.
“ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად წლის და 7 თვის ანგელოზი დავკარგეთ. მეორე რთული ოპერაციის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვის უფროსი ძმის გადასარჩენად კი ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. მშობლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით, რუსო ნაბი*ვრებო”, – წერს სერგეი გაიდაი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge