კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:
1. „მე-10 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“, განმახორციელებელი ა(ა)იპ „წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა“;
2. ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“, განმახორციელებელი – შპს „თბილფოტო“;
3. საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა 2022“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „კულტურის და განათლების ფონდი“;
4. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი. თბილისი. საქართველო“;
5. „სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი“, განმახორციელებელი – შპს „სვანეთის კინოსტუდია“;
6. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, განმახორციელებელი – სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
7. „თბილისის მე-5 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „ანიმალაბი“;
8. კავკასიის მუსიკალური ფესტივალი/დაჯილდოება – „ფენიქსი 22“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ფაბრიკა“;
9. „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი“;
10. „ჯონ სტენმეიერის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ვორკშოპი“, დაფინანსდა ვორკშოპის ჩატარება; განმახორციელებელი – ა(ა)იპ „კულტურა და კონტაქტები“.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 500 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 39 -მა განმცხადებელმა მომართა“ – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცააში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები