გიორგი გახარია: დღევანდელი თარიღი დასტურია იმის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის უმთავრესი მიღწევაა, რომლის დაკარგვასაც ქართველი ერი არასოდეს შეეგუება, რაც თაობებმა დაამტკიცეს
“საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღევანდელი თარიღი დასტურია იმის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის უმთავრესი მიღწევაა, რომლის დაკარგვასაც ქართველი ერი არასოდეს შეეგუება.
მისივე თქმით, ეს თაობებმა დაამტკიცეს.
“31 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმზე სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით, გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სასარგებლოდ.
სიმბოლურია ისიც, რომ 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
დღევანდელი თარიღი დასტურია იმის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის უმთავრესი მიღწევაა, რომლის დაკარგვასაც ქართველი ერი არასოდეს შეეგუება, რაც თაობებმა დაამტკიცეს.
ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ!”,- წერს გახარია სოციალურ ქსელში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge