დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთო-სახალხო კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

რეფერენდუმის კითხვა იყო – “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა – 98,9%-მა რეფერენდუმის კითხვას დადებითად უპასუხა, სულ კი რეფერენდუმში მონაწილეობა 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შედეგად, იმავე წლის 9 აპრლს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები