სალომე ზურაბიშვილი: პოლონეთის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები აჩვენებს, რომ ის ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა

“აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორც პოლონეთის სახელმწიფოს, ასევე, ეუთოს სახელით“, – ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუსმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებზე ისაუბრეს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც პოლონეთი უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად დგამს აჩვენებს, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა მინისტრს თბილისში მაისში დაგეგმილი ქალი ლიდერების საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტებში ქალთა როლს შეეხება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები