ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სააკაშვილის საკითხი თინა ბოკუჩავამ დააყენა – ზბიგნევ რაუმ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისკენ მოგვიწოდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ დააყენა.
სამხარაძის თქმითვე, შეხვედრაზე ზბიგნევ რაუმ ქართველ პოლიტიკოსებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
“ეს საკითხი ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დააყენა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ, რაზეც პასუხი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოში სასამართლომ და ქართული კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი.
ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიწოდა მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკურ სპექტრში იყოს მეტი ერთიანობა“, – აღნიშნა სამხარაძემ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge