თეონა აქუბარდია: ზბიგნევ რაუმ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში კარგად იცნობენ და მის გათავისუფლებას მიესალმებიან, თუმცა, ის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა

„რეფორმების ჯგუფის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხიც დაისვა.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ზბიგნევ რაუს თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ის ვერ ჩაერევა.

„მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში კარგად იცნობენ და მის გათავისუფლებას მიესალმებიან, რომ მისი გათავისუფლება იქნებოდა დამატებით ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს ქართულ კანონმდებლობას და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები