შსს-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით ველურად მზარდი კანაფი გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ბრძანების საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკული საშუალებების განადგურების ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ერთდროულად ჩატარდა. შსს-ს სამხარეო სამმართველოების თანამშრომლებმა ველურად მზარდი კანაფი შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა აღნიშნული რეგიონების სხვადასხვა სოფლის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სულ 28 ტონა და 373 კგ. მცენარე გაანადგურეს. კანაფის განადგურების პროცესს სამხარეო მთავარი სამმართველოების, რაიონული განყოფილების უფროსები და შსს-ს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1eVtpfPFRf4&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები