საწვავის ფასების საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 3 პირს ჯარიმა დაეკისრა

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 20 პირიდან სამი მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

იესე კვიციანს, თორნიკე გაგნიძესა და გიორგი გოგოლაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

სამივე დაკავებული სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ მათ პოლიციელები ხელით ეხებოდნენ და ასე მოუწოდებდნენ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას, რასაც მათი მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. დაკავებულები სამართალდამცველების მისამართით შეურაცხყოფას უარყოფენ. საპირისპიროს ამტკიცებდა მოწინააღმდეგე მხარე.

რაც შეეხება დანარჩენ 17 დაკავებულს, მათი სასამართლო პროცესები გადაიდო.

ცნობისთვის, საწვავის ფასებთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 20-ზე მეტი პირი დააკავეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები