გიორგი თავდგირიძე: რუსეთის მიერ კიევის დაჯგუფების გაყვანა არის მორიგი ფლიდობა
“რუსეთის მიერ კიევის დაჯგუფების გაყვანა არის მორიგი ფლიდობა”, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მოლაპარაკება გაჯანჯლდება 6-7 დღე (მაქსიმუმ), რაც დასჭირდება კიევიდან დონბასამდე ძალების გადასროლას, რის შემდეგ იქნება კონცენტრირებული დარტყმა დონბასში, რომელიმე მიმართულებაზე, სამხრეთ ფრონტზე, ხელსაყრელი თავდაცვითი ხაზების შესაქმნელად”, – წერს თავდგირიძე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge