29 მარტი ანდრო ბუაჩიძის დაბადების დღეა
29 მარტი პოეტის, ესეისტის, კრიტიკოსისა და მთარგმნელის, ანდრო ბუაჩიძის დაბადების დღეა.
მას 65 წელი შეუსრულდა.
დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ „საუნჯის“ უფროსი რედაქტორი, ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, მუშაობდა ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში, ასევე ჟურნალებში – „საუნჯე“, „ცისკარი“ და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
ანდრო ბუაჩიძე არის ილიას ფონდის ყოველწლიური ლიტერატურული პრემიის, კალასის ყოველწლიური ლიტერატურული პრემიის, პრემია „საგურამოსა“ და ლიტერატურული პრემია „საბას“ (ორგზის) ლაურეატი.