პროკურორი: ბრალდების მხარე გავაგრძელებთ სასამართლოში ჩვენი მტკიცებულებების წარდგენას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ დადასტურდეს სააკაშვილის დანაშაული
“სააკაშვილს ბრალდების მხარე ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეების წინააღმდეგ, ტელევიზიის წინააღმდეგ. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა იმ ფონზე, როცა თავად დღემდე აკეთებს მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე”,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარე სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენას გააგრძელებს, რათა სააკაშვილის დანაშაული დადასტურდეს.
“სააკაშვილს ბრალდების მხარე ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეების წინააღმდეგ, ტელევიზიის წინააღმდეგ. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა იმ ფონზე, როცა თავად დღემდე აკეთებს მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. არ არის გასაზიარებელი არცერთი სიტყვა მათ უდანაშაულობაზე, თუნდაც, იმ ფონზე, როცა თავად აკეთებენ მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ბრალდებულმა ნაცვლად იმისა, რომ მოწმეებისთვის მოესმინა, ეს იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, ძალოსნები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დარბევის ღონისძიებაში, მან თავი აარიდა მოწმეთა დაკითხვას და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა და დატოვა პროცესი. ბრალდების მხარე გავაგრძელებთ სასამართლოში ჩვენი მტკიცებულებების წარდგენას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ დადასტურდეს სააკაშვილის და სხვა ბრალდებულთა დანაშაული 7 ნოემბერს”,- განაცხადა წიკლაურმა.