მოსამართლე – სააკაშვილზე: საშუალებას თუ ვაძლევთ, გამოთქვას გარკვეული მოსაზრებები, ეს არ ნიშნავს, რომ გადაიზარდოს მოწოდებებში, იქნება დამხობისკენ მოწოდება, თუ სხვა

თუ ვაკეთებთ იმას, რომ ვაძლევთ პიროვნებას საშუალებას, გამოთქვას გარკვეული მოსაზრებები საკითხებთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ გადაიზარდოს მოწოდებებში, დამხობისკენ მოწოდება იქნება, თუ რაც იქნება, თუ გინდათ ქუჩაში გამოსვლისკენ. და სასამართლოს ეძახოს, რომ არის ისეთი და ასეთი, – ამის შესახებ მოსამართლე ნინო ელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მოსამართლე ბრალდებული ექსპრეზიდენტის მოწოდებებს გამოეხმაურა.

მან სააკაშვილს სხდომის დატოვებისას გაფრთხილება მისცა, რომ სასამართლო შემდეგ პროცესებზე მოწოდებებს აღარ მოისმენს.

„სასამართლო სხდომის დარბაზი არის სასამართლო სხდომის დარბაზი. თუ ვაკეთებთ იმას, რომ ვაძლევთ პიროვნებას საშუალებას, გამოთქვას გარკვეული მოსაზრებები საკითხებთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ გადაიზარდოს მოწოდებებში, დამხობისკენ მოწოდება იქნება, თუ რაც იქნება, თუ გინდათ ქუჩაში გამოსვლისკენ. და სასამართლოს ეძახოს, რომ არის ისეთი და ასეთი. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველანი მოვდივართ 90-იანი წლებიდან, გამოვიარეთ ყველაფერი, 1993 წელიც, 2008 წელიც და ბევრ ჩვენგანს, ოჯახის წევრებსაც მონაწილეობა მიუღიათ ამ ყველაფერში. არავის ნაკლებად არ უყვარს თავისი ქვეყანა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. პიროვნულად ყველამ უნდა ვცეთ პატივის იმას, რა რასაც ვაკეთებთ, რა საქმინობასაც ვახორციელებთ. თუ მსგავსი მოწოდებები კვლავ იქნება სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მოუწევს კიდევ ერთხელ იმის განმარტება, რომ აქ ამის გულისთვის არ უნდა ვიაროთ“, – განაცხადა მოსამართლემ.

ცნობისთვის, ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია საერთო მობილიზება და მთავრობის ჩამოგდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები