მიხეილ სააკაშვილი: ე.ი. ყველა, ვისაც შია, სწყურია, ბავშვებს ვერ აჭმევს, თურმე, “ნაციონალია” და ვინც ხალხს ძარცვავს, არის “ქოცი” – “ქოცი” და “ნაცი” აქ არაფერ შუაშია, აქ არის ქართველი ხალხი

“ბენზინის ფასი 4.20-ია. გუშინ გამოვიდა ხალხი და ითხოვდა, მოხსენით აქციზი, დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ყველა, ვინც გამოდის ქუჩაში, არის “ნაციონალი” და თუ ჩვენ შევამცირებთ დღგ-ს დავკარგავთ მილიარდ ლარს”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“ამათ მართლა დეგენერატები ხომ არ ვგონივართ? 1 მილიარდი არის 200 მილიონი, რომელსაც ისინი ხარჯავენ მანქანებზე, 1 მილიარდი ლარი არის 400 მილიონი რომელსაც ხარჯავენ პრემიებზე, მათ შორის, პროკურატურაზე, სასამართლოზე, ხალხის დაშლაზე, რამდენიმე ასეული მილიონი ლარი არის ის, რასაც ისინი ხარჯავენ პროკურატურის ახალი შენობის აშენებაზე… უკვე 2 მილიარდი ლარი თავისუფლად შეიძლება, ამოიღო ბიუჯეტიდან, რომ ახალ სავარძლებში და ახალ მანქანებში არ გადასხდნენ ისინი და ეს რეალურად გადაწყვეტს ამ პრობლემას.
ე.ი. ყველა ვისაც შია, სწყურია, ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს განათლებას, თურმე “ნაციონალია” და ვინც გაზულუქებულია, ხალხს ძარცვავს – არის “ქოცი”. “ქოცი” და “ნაცი” აქ არაფერ შუაშია. აქ არის ქართველი ხალხი”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები