შალვა პაპუაშვილი: მოწადინებულები ვართ, ნამდვილი ურთიერთობებისა და პარტნიორობისთვის
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა. ამის შესახებ მან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
“სიამოვნებით ვუმასპინძლე სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს, თბილისში. ჩვენ მართლაც მოწადინებულები ვართ, ნამდვილი ურთიერთობებისა და პარტნიორობისთვის”, – წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.
My pleasure to host Alen Simonyan, President of the National Assembly of #Armenia 🇦🇲 on his brief visit in Tbilisi, #Georgia 🇬🇪. We are determined to sew genuine friendship and partnership bonds, indeed 🤝. @alensimonyan pic.twitter.com/GF6uBi2eho
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) March 28, 2022