თამთა მეგრელიშვილი – ხაბეიშვილზე: სკოლის დამთავრება “ჩაუწყვეს,” პოლიტიკაშიც საკუთარი ძმის წყალობით მოვიდა ვის რეგვენობაზე საუბრობ, შე პოლიტიკურად რეგვენო?!

„მოუწია, თორემ არც ისწავლიდა გაერო-ს, ეუთო-ს… მნიშვნელობას. სხვა ქვეყნის დროშისაგან უკრაინის დროშის გარჩევაც პარტიული დავალებით ისწავლა“, – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი ლევან ხაბეიშვილზე.

„ერთხელ უკვე გითხარით, რომ ამ პოლიტიკურად რეგვენს 180 -ე საჯარო სკოლიდან წერა-კითხვის უცოდინრობის გამო აგდებდნენ და სკოლის დამთავრება “ჩაუწყვეს”; პოლიტიკაშიც საკუთარი ძმის (რომელიც სანდრა რულოვსის დაცვის წევრი იყო) წყალობით მოვიდა აქაც “ჩაუწყვეს”; საჯარო გამოსვლისთვის პარტიაში განაწილებულ (აქაც სხვის დაწერილ ტექსტებს) “ჩაწყობით” აძლევენ. მოუწია თორემ არც ისწავლიდა გაერო-ს, ეუთო-ს… მნიშვნელობას. სხვა ქვეყნის დროშისაგან უკრაინის დროშის გარჩევაც პარტიული დავალებით ისწავლა. ვის რეგვენობაზე საუბრობ, შე პოლიტიკურად რეგვენო?!”, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები