“მარტის ინფლაციაც უკვე შემცირებული იქნება წინა პერიოდებთან შედარებით. თუმცა, ჯამურად შეიძლება, ითქვას, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ამის მიუხედავად შემცირება ეტაპობრივად უკვე დაიწყება”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიამ ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.
„გეოპოლიტიკურ მოვლენებს რეგიონში, ბუნებრივია, აქვს გავლენა საქართველოზეც, ჩვენს ეკონომიკასა და საბანკო სექტორზე. გარდა ამისა, ახალი გამოსულია ჩვენი ეკონომიკა და საბანკო სექტორი კოვიდის კრიზისიდან, რამაც ჯამურად დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. კონკრეტულ დეტალებში არ შევალ, თუმცა, ეს გეოპოლიტიკური გავლენა იქნება ფინანსურ და ეკონომიკურ სექტორზე უფრო მცირე, ვიდრე პანდემიის დროს. რაც შეეხება ინფლაციას, წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ ჩამოვა ერთნიშნა ნიშნულზე.
მარტის ინფლაციაც უკვე შემცირებული იქნება წინა პერიოდებთან შედარებით. თუმცა, ჯამურად შეიძლება, ითქვას, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ამის მიუხედავად შემცირება ეტაპობრივად უკვე დაიწყება“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.