უვიზო მიმოსვლა ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია და ძალიან გვეამაყება, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციიდან უკვე 5 სრული წელი შეუსრულდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს, რითაც ვიზალიბერალიზაციის 5 წლის იუბილეს ეხმიანება.
“უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნიშნავს მოგზაურობის, მობილობის, განათლების მიღების, ბიზნეს და პროფესიული კავშირების გამყარების, ხალხებს შორის მეგობრული, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მეტ შესაძლებლობას, რასაც თვალსაჩინო შედეგები აქვს. დღემდე, უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა ევროპაში. არსებული მონაცემებით, 5 წლის განმავლობაში, ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებს საქართველოს 645,639 მოქალაქე 1,398,803-ჯერ ესტუმრა”, – წერია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.