ლაშა დარსალია: ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ, რეაგირება მოჰყვა კიევის მხრიდან
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, უკრაინის საელჩოს წარმოამდგენელთან, ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ, რეაგირება მოჰყვა კიევის მხრიდან.
“შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დროს პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ, რეაგირება მოჰყვა კიევის მხრიდან. ეს ხშირად ხდება უპასუხისმგებლო შიდაპოლიტიკური სპეკულაციების საკითხი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს შემთხვევებში მხარეების მეტ სიფრთხილეს, რათა ამ რთულ პერიოდში საქართველო-უკრაინის მტკიცე მეგობრული ურთიერთობების არაკეთილმოსურნეების პროვოკაციული ქმედებებით ვერ მოხერხდეს ურთიერთობებში ზიანის მიყენება. უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა სრულად გაიზიარა აღნიშნული პოზიცია და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იმ მხარდამჭერი ნაბიჯების გამო, რასაც ადგილი აქვს საქართველოს მხრიდან როგორც საერთაშორისო ფორმატში, ასევე ორმხრივ რეჟიმში. საქართველო განაგრძობს ამ მხარდაჭერას და დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ყველა იმ ნაბიჯში, რაც მიმართულია უკრაინელი ხალხის თანადგომისკენ. საქართველოს საელჩოს, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირე დიპლომატიურ მისიებს შორის, რომელიც იმყოფება უკრაინაში, ასევე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინის საგარეო უწყებაში, სადაც ასევე გაზიარებული იქნა ჩვენი პოზიცია“,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.