კახა კალაძემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქაშვეთის ტაძარში მივიდა, სადაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით რატიანის პანაშვიდი მიმდინარეობს.
კახა კალაძემ დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, გიორგი ბერიაშვილის ცხედარი თემქაზე, მარიამ ეგვიპტელის ეკლესიაშია დასვენებული.
დავით რატიანს და გიორგი ბერიაშვილს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.
საქართველოს მოქალაქეების ცხედრები სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან, ირპენის რეგიონში, რუსების თავდასხმის მოგერიების დროს დაიღუპნენ.