ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მეექვსე ადგილი მოუტანა

BEIJING, CHINA - FEBRUARY 15, 2022: Figure skater Anastasia Gubanova of Georgia performs during the women's short programme event at the Capital Indoor Stadium as part of the 2022 Winter Olympic Games. Sergei Bobylev/TASS (Photo by Sergei BobylevTASS via Getty Images)

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ, ოცდაშვიდი ქვეყნის ოცდათერთმეტ სპორტსმენს შორის, მეექვსე ადგილი დაიკავა.

გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 62.59 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა, თუმცა თავისუფალ პროგრამაში გაცილებით უკეთ იასპარეზა და 134.02 ქულა მოაგროვა. საერთო 196,61 ქულით კი ექვსეულში შევიდა.

ანასტასია გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები