საქართველოში კიდევ 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 478 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 645 959 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 615 166, გარდაიცვალა 16 704 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები