რუსეთის გენშტაბის მონაცემით, უკრაინულმა არმიამ 14 000 ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე, უკრაინული არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 14 ათასს ჯარისკაცს შეადგენს.
ამის შესახებ რუსეთის გენშატბში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილია 16 ათასამდე უკრაინელი სამხედრო.
„მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა სახმელეთო ჯარების 24-ვე ფორმირებამ. უკრაინამ, რეზერვის შექმნა ვერ შეძლო. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების მომენტში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ეროვნულ გვარდიაში ჯამში 260 200 ათასი სამხედრო იყო. საომარი მოქმედებების ერთი თვის განმავლობაში, მათმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით 30 ათასი ადამიანი, მათ შორის 14 ათასზე მეტი – დაღუპულია და დაახლოებით 16 ათასი დაჭრილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.