რამდენი რუსი სამხედრო დაიღუპა უკრაინაში – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია
უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მეორედ აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარი მსხვერპლის შესახებ.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაიღუპა – 1 351 სამხედრო.
დაიჭრა – 3 825.
ცნობისთვის, ეს მაჩვენებელი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე დამოუკიდებელი და უკრაინული ოფიციალური წყაროები აცხადებენ.