კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 255 გამოვლინდა, აჭარაში – 28, იმერეთში – 81

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 81, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 34, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი -10, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 889 საიდანაც, 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 374, აჭარაში – 53, იმერეთში – 141.

ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 27, იმერეთში – 30. ხოლო, 16 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 645 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 611 688 გამოჯანმრთელდა, 16 698 კი, გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები