საქართველოში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 3 247 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 645 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 611 688 გამოჯანმრთელდა, 16 698 კი, გარდაიცვალა.