ალექსი პეტრიაშვილი რაიმონ რეიგადას შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ევროკომისიის წარმომადგენლობის დახმარებათა განყოფილების ხელმძღვანელთან რამონ რეიგადასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. სამინისტროს ცნობით, რაიმონ რეიგადა საქართველოში ევროკავშირის დახმარებათა განყოფილებას ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა რაიმონ რეიგადას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები