მაკა ბოჭორიშვილი – პარტნიორებს შორის ურთიერთობა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, საუბრის გარეშე ვერ მოხდება
დიპლომატიური არხები ყოველთვის არსებობს, ყოველთვის იარსებებს და კიდევ უფრო მეტად უნდა იქნეს გამოყენებული. ბოლო წლებში რაც ხდება, ის, რომ გახსნილად ხდება ამ ურთიერთობების დაზიანება, ეს უნდა გადავიდეს იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ნორმალურ პირობებში ხდება ქვეყნებს შორის ურთიერთობები და ზოგადად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, თუ სხვა ორგანიზაციებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„თუ რაიმე არის სათქმელი, უნდა ითქვას, თუმცა ამას აქვს გარკვეული ფორმები. მაშინ, როდესაც ხდება ისეთი შეურაცხმყოფელი განცხადებების კეთება, რისი მოსმენაც ჩვენ გვიწევს, შემდეგ რეზოლუციების წერა, ძალიან რთულია, რომ ეს ყველაფერი გადაიტანო, დააბრუნო მაგიდის გარშემო და სერიოზულად ისაუბრო. თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ და კომუნიკაცია გაგრძელდება იმიტომ, რომ პარტნიორებს შორის ურთიერთობა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, საუბრის გარეშე ვერ მოხდება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.