შსს-ს ცნობით, „ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ცხრა პირია დაკავებული

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს,-  ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს.

მოსამართლეებმა რესტორან „ბაბილოს“ ტერიტორია სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს. ადგილზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რჩებიან.

ბელიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა საავტომობილო მოძრაობაც.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები