რესტორანი “ბაბილოს” ტერიტორია სამართალდამცველებმა სრულად დაიკავეს

რესტორან „ბაბილოსთან“, ბელიაშვილის ქუჩაზე სრულად საპოლიციო ძალები განლაგდნენ და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინეს.

ადგილზე სპეციალური კორდონია მოწყობილი, რომლის საშუალებითაც მოსამართლეები ტერიტორიას ტოვებენ.

ამ დროისთვის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან, როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ასევე, ადგილზე განლაგებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები