მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არ არის ერთადერთი საკითხი, რაზედაც ურთიერთობების კულმინაციამდე დაძაბვა ხდება
საქართველო არ არის ერთადერთი საკითხი, რაზედაც ხდება ერთგვარად კულმინაციამდე დაძაბვა ურთიერთობების და მაქსიმალურად დაბალ ნიშნულზე დატოვება იმ ყველაფრის ახალი ადმინისტრაციისთვის, რასთანაც საქმე აქვს აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„საქართველოზე რომ ვთქვათ, ეს არის სანქციების პოლიტიკა, ზეწოლა, მუდმივად გვესმის განცხადებები, განსაკუთრებით გააქტიურებულია რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელიც [კონგრესმენი ჯო უილსონი] დღეში რამდენჯერმე აკეთებს განცხადებას საქართველოს შესახებ, რაც რა თქმა უნდა ერთგვარად ამძიმებს სურათს.
ფაქტია, რომ ეს განცხადებები, რომელიც ძალიან ხშირად ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ძალიან ხშირად დეზინფორმაციული ხასიათის არის, რაღაცნაირად ქმნის ამ ნეგატიურ წნეხს საქართველოზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.