მაკა ბოჭორიშვილი – “ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ საქართველოთი დაიწყება ახალი ადმინისტრაციის ცხოვრება და საქართველო იქნება ნომერ პირველი საკითხი, რომლითაც დაკავდება ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია”

სამუშაო ბევრი იქნება. ძალიან გართულებულ მდგომარეობაში რჩება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ის შორის. ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ საქართველოთი დაიწყება ახალი ადმინისტრაციის ცხოვრება და საქართველო იქნება ნომერ პირველი საკითხი, რომლითაც დაკავდება ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„თუმცა, სამუშაო ბევრად უფრო მეტი იქნება ამ პირობებში, როდესაც ურთიერთობები არის ამ ნიშნულამდე გაფუჭებული და კიდევ უფრო ცდილობენ გააფუჭონ. არა მხოლოდ აშშ-სთან, ჩვენ ვხედავთ იგივე გავლენებს ევროპაში, ევროკავშირთან ურთიერთობებში და საკმაოდ დამძიმებულ ურთიერთობებს, რის აღდგენასაც დრო და ენერგია დასჭირდება.

აქ არის ჩვენი ერთგვარი მოთმინების პოლიტიკა და ნაკლები განცხადებების კეთება იმისთვის, რომ ჩვენ მაინც დავიცვათ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად დაზიანებისგან და შემდგომ უკვე ჩვენი სურვილი, რომ სწორ მომენტში იქნება შესაძლებელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გვქონდეს ის ურთიერთობა, რომელიც შინაარსით დატვირთავს სტრატეგიულ პარტნიორობას და არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სახელი.

ამ სტრატეგიული პარტნიორობის უკან დგას ისტორია, სადაც საქართველოს თავისი ძალიან ღირებული წვლილი აქვს შეტანილი. ყველას კარგად ახსოვს ჩვენი მონაწილეობა მისიებში და ეს არის რაღაც, რაც არ უნდა დავივიწყოთ, რადგან სწორედ ეს იყო იმ სტრატეგიული პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები