ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომელსაც მას პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სთხოვს.
”პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვმართა მოწოდებით და მიუთითა დამატებითი სამხედრო დახმარების დიდ მნიშვნელობაზე. დღეს ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა და გავუწიოთ შემდგომი მხარდაჭერა უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო გააგრძელებს „რუსეთისთვის უპრეცედენტო სანქციების დაწესებას და მოკავშირეთა კონტრზომების გაძლიერებასა და თავდაცვას“.
უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ნატო-ს ლიდერებისადმი მიმართვაში თქვა,რომ რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება წარმოდუგენელია ზალპური ცეცხლის სისტემების, გემსაწინააღმდეგო იარაღის, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გარეშე. მას ასევე ალიანსს სთხოვა გადასცენ ტანკები და თვითმფრინავები.