რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ნატო უკრაინაში სამშვიდობოებს გაგზავნის, ეს ნიშნავს რუსულ ჯართან პირდაპირ შეტაკებას.
ამის შესახებ მან МГИМО-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე თქვა.
“ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა უკვე თქვეს, რომ იქნება ნატო-ს სამიტი და რომ საჭიროა სამშვიდობოების გაგზავნა. იმედია, მათ ესმით, რაზე საუბრობენ. ეს იქნება ის პირდაპირი შეტაკება რუსეთსა და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებს შორის, რომლის არიდებაც კი არ უნდოდათ, არამედ ამბობდნენ, რომ ეს პრინციპში არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა ლავროვმა.
გარდა ამისა, პოლონეთზე საუბრისას ლავროვმა არ გამორიცხა, რომ ვარშავას უკრაინის დასავლეთით დამკვიდრება სურდეს.
მისი თქმით, პოლონეთის წარმომადგენლები ცნობილი არიან „არასტანდარტული სვლებით“, რომლებიც მიმართულია „დიდი უბედურების“ პროვოცირებისკენ.
„პლუს, არ გამოვრიცხავ, როდესაც ისინი სამშვიდობოებზე საუბრობენ, ალბათ, გულისხმობენ მათ საზღვრებს უკრაინის დასავლეთით. შესაძლოა, უნდათ სამშვიდობოების შეყვანა, ლვოვში შტაბ-ბინის გახსნა, მერე იქ დარჩენა. ასეთი ფიქრები უტრიალებდათ და არამხოლოდ ფიქრები – ასეთი რამ წარსულში მოხდა“, – განაცხადა ლავროვმა.