ჭალოვანში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ “კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გაგა დარბაიძესთან ერთად სოფლების ხვანის, ჭალოვანის, ლიჩის, ღოდორასა და ვაკისას მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სოფლის მაცხოვრებლებმა იმსჯელეს თუ რა პროექტი უნდა განხორციელდეს მათ სოფლებში. გადაწყვეტილებების მიღება ხმათა უმრავლესობით მოხდა.
სოფელ ხვანში მოსახლეობამ გადაწყვიტა სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც ხვანს გამოეყო 10 000 ლარი.
სოფელ ჭალოვანში მოსახლეობამ სასაფლაოების შეღობვა გადაწყვიტა. ჭალოვანს გამოეყო 16 000 ლარი.
სოფელი ლიჩის მოსახლეობამ წისქვილების რეაბილიტაცია გადაწყვიტა. ლიჩისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 10 000 ლარს.
სოფელი ღოდორას მოსახლეობამ საუბნო გზების მოწყობა გადაწყვიტა. ღოდორას გამოეყო 10 000 ლარი.
სოფელ ვაკისაში კი გამოყოფილი 10 000 ლარით მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გადაწყდა.